Saturday, November 16, 2013

მერვე დღის რეფლექსია-დღეს ჩვენ გავეცანით დიფერენცირებულ სწავლებას. განსაკუთრებულად ნიჭიერ საშუალო და სპეციალურ საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობის თავისებურებებს და სწავლების დროს გარდნერის,ვიგოცკის დაბრუნერის თეორიების გამოყენებას. განვიხილეთ აგრეთვე მენეჯმენტი ჯგუფური მუშაობის დროს:წესები,კომპონენტები და მუშაობის დაგეგმვა-ცხრილები.

Sunday, November 10, 2013

გავიგეთ თუ რა მნიშვნელობა აქვს უსაფრთხოდ გამოყენებას. როდესაც ვქმნით მოსწავლის საინფორმაციო ბიულეტინს რამდენად ვიყენებთ 21-ე საუკუნის უნარ ჩვევებს და შეფასებისას რას უნდა მივაქციოთ ყურადღება.

Friday, November 1, 2013

სამი დღის შეჯამება

პირველ ეტაპზე შევარჩიეთ თემა(რატომ გვიყვარს შემოდგომა?) შევქმენით საინფორმაციო ბუკლეტი რორომლის საშუალებით გავაცანით ჩვენი მიზანი სტანდარტებიდან გამომდინარე: თუ რის გაკეთებას ვაპირებთ და რა სახის დახმარება გვჭირდება მშობლებისაგან. შევიმუშავეთ აქტივობები რომლის საშუალებითაც გავალთ შედეგზე.

Sunday, October 20, 2013

პროექტზე მუშაობის დაწყება,სინფორმაციო ბიულეტინის შექმა.ბავშვების და მშობლების როლი პროექტზე მუშაობის დროს.
პროექტზე მუშაობის დაწყება,სინფორმაციო ბიულეტინის შექმა.ბავშვების და მშობლების როლი პროექტზე მუშაობის დროს.

Wednesday, July 6, 2011

სასწავლო პროექტის გეგმა

1.პროექტის სახელწოდება: სითბო ჩვენს სახლში
2.პროექტიე მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებით: ზამთარში სახლში სითბოს შენარჩუნება.
3.პროექტის აქტუალობა: როგორ შევინარჩუნოთ სითბო ჩვენს სახლში.
4.პროექტის მიზნები: მიზანი, მოსწავლეებმა მოიძიონ მონაცემები და დაკვირვება მოახდინონ სხვადასხვა მასალაზე. გააკეთონ არჩევანი თუ როგორ სჯობია სახლის გათბობა.სითბო სახლში უკეთესად როგორ შევინარჩუნოთ.
5.მონაწილეთა ასაკი: 9 წელი.
6.ვადები/ხანგრძლივობა: ერთი – ორი  თვე.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ბლოგი სადაც განთავსდება ინფორმაცია  მოსწავლეთა მიერ მოპოვებულ მასალებზე.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი, ფოტოები, ბუნების წიგნი, ფოტოაპარატი.
9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):ჩვენს სოფელში რა მასალისაგან აშენებენ სახლებს?როგორი ფანჯრები დაკარებები აქვთ? რით ვათბობთზამთარში სხლებს?  მოსწავლეთა სიმცირის გამო შედგება ერთი ჯგფი, ჯგუფში გადანაწილდება ფუნქციები: ერთი იქნება ლიდერი რომელთანაც თავს მოიყრის მოპოვებული ინფორმაცია და დანარჩენები მოიპოვებენ მასალებს სხვადასხვა სახით.ხდება ამ ინფორმაციის დახარისხება და საპრეზენტაციოდ მომზადება.პრეზენტაციას აკეთებს ჯგუფის ლიდერი.მოსწავლეთა შეფასებისთვის გამოვიყენებ შემდეგ კრიტერიუმებს: ინფორმაციის მოძიება, ორგანიზებულობა, ზეპირი პრეზენტაცია, მსჯელობა კლასში.                                                          
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმებთან კავშირი:
ბუნ.IV.5.მოსწავლე არჩევს შესფუთ მასალას პროდუქტის ტემპერატურის შესანარჩუნებლად.ამოიცნობს საყოფაცხოვრებო ნივთებიდან თბოგამტარებს და იზოლატორებს.იკვლევს ბუნებრივ თბოიზოლატორების მნიშვნელობას ორგანიზმისთვის. ბუნ.IV.6.მოსწავლე ხსნის შესაფუთი მასალის შერჩევის მიზეზებს,იკვლევს მასალათა თბოგამტარობას.ბუნება .
11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): ეკა ვარამაშვილი.
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:ekavaramashvili@gmail.com
13.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:http;//ekavaramashvili.blogspot.com